დომკრატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დომკრატი – ტვირთის მცირე სიმაღლეზე ასაწევი მექანიზმი. არსებობს ლარტყიანი, ხრახნიანი, ჰიდრავლიკური, პნევმატიკური. ტვირთამწეობა რამდენიმე კგ-დან ასეულობით ტ-მდე. გამოიყენება სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. მძლავრი ჰიდრავლიკური დომკრატით შესაძლებელია მთელი შენობის ან ნაგებობის აწევა.