დრაგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან

სარეწი დრაგი: 1–საბუქსირო გვარლი; 2–კარკასი; 3–უძრავი დანა; 4–რგოლოვანი ბადე; 5–ლითონის ბადე; 6–თავკავები; 7–ფოლადის ხვეტია; 8–მოძრავი დანა; 9–ნალო
დრაგა - (ინგლ. drag–თრევა)
- ღრმა წყლის საზღვაო დრაგა – მექანიზმებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობის კომპლექსი ზღვის ფსკერიდან მინერალური წიაღისეულის მოსაპოვებლად.
- სარეწი, ბიოლოგიური დრაგა – მოპოვებული ფსკერული არათევზეული პროდუქტების (მოლუსკების ან წყალმცენარეების) გასაწური იარაღი მომცრო მომპოვებელ გემებზე – დრაგერებზე.
- სტაპელის დრაგა – დიდი კალიბრის ჯაჭვები გემის მოძრაობის შესანელებლად შეზღუდულ აკვატორიაში ჩაშვების დროს, მოპირდაპირე ნაპირთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად.