დრაგლაინი ექსკავატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დრაგლაინი ექსკავატორი − ერთციცხვიანი ექსკავატორი რთული ბაგიროვანი სისტემით, რომელსაც, როგორც წესი, აქვს პოლისპასტი, ამწევი ჯალამბარი, ისარი და ჩამჩა. დრაგლაინი ექსკავატორის ისრის სიგრძე აღწევს 100 მ, ციცხვის ტევადობა – 80 მ3. ციცხვის ჩაღრმავება გრუნტში წარმოებს საკუთარი წონის ძალით და ამდენად მათი გამოყენება რბილ და ფხვიერ გრუნტებშია მისაღები. დრაგლაინ ექსკავატორს იყენებენ აგრეთვე ჰიდროტექნიკურ და მელიორაციულ მშენებლობაზე. მათი სავალი მოწყობილობა მუხლუხა ან მაბიჯია.