დრამატურგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დრამატურგია – (ბერძნ. δραματουργία დრამის შეთხზვის ხელოვნება) − დრამატულ ნაწარმოებთა საერთო (ზოგადი) სახელწოდება. მას ხმარობენ აგრეთვე ამა თუ იმ მწერლის, ეპოქის ან ხალხის დრამატულ ქმნილებათა სახელწოდებად. მაგ., „პ. კაკაბაძის დრამატურგია“.
აქედან ნაწარმოებია დრამატურგი – მწერალი, რომელიც დრამატულ ნაწარმოებს ქმნის.