დრეზდენის ბრძოლა 1813
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დრეზდენის ბრძოლა 1813 - ბრძოლა მოკავშირეთა (რუსეთი, პრუსია, ავსტრია) ჯარებსა (227 ათ. კაცი, ავსტრიელი ფელდმარშალი კ. შვარცენბერგი) და ნაპოლეონის არმიას (165 ათ. კაცი) შორის 14-15 (26-27) აგვისტოს.
მოკავშირეებმა ვერ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა, მარცხი განიცადეს და იძულებული გახდნენ ჩეხეთში დაეხიათ. ბრძოლაში მათ დაკარგეს 24 ათ. კაცი (მ.შ. 14 ათ. ტყვედ ჩავარდა), ფრანგებმა – დაახლოებით 10 ათ.