დრენჩერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დრენჩერი

დრენჩერი − (ინგლ. drencher < drench დასველება, მორწყვა), წყლის ფარდის შემქმნელი სპეციალური ავტომატური მოწყობილობა შენობის ცეცხლმოუდებელი ნაწილების გადასარჩენად. გასაფრქვევი წყლის წვეთების დიამეტრია არაუმეტეს 150 მკრ. არსებობს წყლის წვრილად საფრქვევი სისტემის საქშენების სახეები: ჭავლური მაღალი წნევის, წყლის განაწილებით ჭავლების ურთიერთქმედების შედეგად, წყლის განაწილებით ჭავლების დეფლექტორზე ზემოქმედებით, აირდინამიკური (ორფაზიანი) და სხვ. დრენჩერი წყლის ფარდა გამოიყენება კარის (ჭიშკრის) და ტექნოლოგიური ღიობის, აგრეთვე სათავსის, დერეფნის, საევაკუაციო გასასვლელისა და მისთ. დასაცავად ხანძრის პირობებში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები