დრიგალსკი ერიხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ერიხ დრიგალსკი – (გერმ. Erich Dagobert von Drygalski, 1865 – 1949), ცნობილი გერმანელი გეოგრაფი და პოლარული მკვლევარი.
1891 – 1893 წ.წ. ის ხელმძღვანელობდა გრენლანდიის ექსპედიციას, რომელიც მოეწყო გრენლანდიის შიდა ყინულოვანი საფარის შესასწავლად. 1901 წ. მან მოახდინა მოგზაურობა ზღვით გემ „ჰაუსზე“ ანტარქტიკაში, სადაც მან შეკრიბა მდიდარი ჰიდროლოგიური მასალა. ს.ს. 66°,5 და ა.ს. 90° გემი მოექცა ყინულების ტყვეობაში. ერთი წლის იძულებითი დგომის დროს დრიგალსკიმ გამოიკვლია მის მიერ აღმოჩენილი ვილჰელმ II-ის მიწა და მისი რაიონები. ექსპედიციის შედეგები დრიგალსკის მიერ გამოქვეყნებულ იქნა: 1) გრენლანდში – 2 ტომად, 1897 წ., ხოლო 2) ანტარქტიკაში – 1901-1928 წლების განმავლობაში.