დროებითი შენობა-ნაგებობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დროებითი შენობა-ნაგებობა,

  1. ანაკრები ელემენტებისგან აგებული, ასაწყობ-დასაშლელი ან მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ აქვს მიწისქვეშა სათავსები. ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები ფუნქციონირებს მშენებლობის პროექტით განსაზღვრული ვადით, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში დროებითი ნაგებობის ფუნქციონირების ვადა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობის მოქმედების ვადა განისაზღვრება მესაკუთრის მიერ. ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები უნდა განთავსდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით განსაზღვრული ვადით. საზოგადოებრივ ან მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებობის დემონტაჟი (დაშლა, დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა;
  2. ობიექტის მშენებლობის პროცესში სპეციალურად აგებული საწარმოო, სასაწყობე, დამხმარე, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები, რომლებიც აუცილებელია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად და მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის მომსახურებისათვის. მშენებლობის დამთავრების შემდეგ ეს შენობა-ნაგებობები ექვემდებარება დემონტაჟს;
  3. ინვენტარული მობილური ნაგებობები (ასაწყობ-დასაშლელი, კონტეინერული, გადასაადგილებელი ტიპის) ქარხნული წარმოების, რომელთა კონსტრუქცია უზრუნველყოფს მათი დისლოკაციის შეცვლას;
  4. დროებით ნაგებობას კაპიტალური ნაგებობისაგან განასხვავებს სამართლებრივი (და არა ტექნიკურ-კონსტრუქციული) სტატუსი. კაპიტალური მშენებლობის ობიექტი შენდება ხანგრძლივი დროით (ექსპლუატაციის ვადას განსაზღვრავს შენობის ფიზიკური და ტექნიკურ-ტექნოლოგიური პარამეტრები), ხოლო დროებითი ნაგებობის ექსპლუატაციის ვადაა 3-5 წელი. გამონაკლის შემთხვევაში ეს ვადა შესაძლებელია გაიზარდოს 15 წლამდე.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები