დუბლეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუბლეტი – (ფრანგ. doublet),

1. განსხვავებული ბგერითი შედგენილობის აბსოლუტურად იდენტური მნიშვნელობის სიტყვებიდან ერთ-ერთი (მაგ., ენათმეცნიერება – ლინგვისტიკა);

2. ენობრივი ერთეულის ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური, სტილური ნაირსახეობა, ვარიანტი. მაგ., მორფოლოგიური დუბლეტებია მრავლობითი რიცხვის ნიშნები -ებ და -ნ ქართულში (კაც-ებ-ი, კაც-ნ-ი.); დიალექტური დუბლეტები გვხვდება პერსონაჟთა მეტყველებაში, მაგ.: „ხარჩო გექნება გემოიანი“ (ნ. ლორთქ.);

3. შინაარსითა და ჟღერადობით მეტ-ნაკლებად მსგავსი (ერთი წარმოშობის ან სხვადასხვა დროს ნასესხები) სიტყვებიდან ერთ-ერთი. ასეთი სიტყვები ქმნიან ეტიმოლოგიურ დუბლეტებს.

ლ. ენუქიძე


ლიტერატურა

  • ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ. 1974.
  • ლექსიკოლოგია, თბ. 1974.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები