დუბლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუბლი – განმეორებით გადაღებული კადრები, რაც ფილმის დამონტაჟებისას შერჩევის საშუალებას იძლევა. დუბლებს ჩვეულებრივ მინიმალური განსხვავებით იღებენ, მაგრამ როცა განსხვავება არსებით ხასიათს ატარებს, ამას უკვე ვარიანტი ეწოდება. დუბლების რაოდენობა განისაზღვრება ფილმის სახეობისა და ჟანრის, აგრეთვე გადაღების საწარმოო სირთულის მიხედვით. უფრო მეტი რაოდენობის დუბლს მიმართავენ ისეთი განსაკუთრებით რთული ობიექტების გადაღებისას, რომელთა ხელახლა დადგმა ძნელია (მაგალითად, დიდი მასობრივი სცენები).


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები