დუბლიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დუბლიორი (ფრანგ. doubleur, doubler – გაორმაგება)
სარჩევი |
თეატრში
როლის მეორე შემსრულებელი, რომელიც, ჩვეულებრივ, რიგითობაშია პირველთან. პრაქტიკული მოსაზრების გარდა (არსებობდეს რეზერვი ძირითადი შემსრულებლის ავადმყოფობის შემთხვევაში, დასის წევრების შემოქმედებითი დასაქმება, პარალელური სპექტაკლები და ა.შ.). დუბლიორობის სისტემა ხშირად გამოყენებულია როგორც შემოქმედებითი შეჯიბრი უკეთესი სცენური სახის შესაქმნელად.
კინოში
მსახიობი, რომელიც ფილმის ნათარგმნ ტექსტს კითხულობს. მსახიობის დუბლიორი რთული ტრიუკებისათვის – იგივეა, რაც „კასკადიორი“.
სპორტში
სპორტული გუნდის არაძირითადი, სათადარიგო შემადგენლობის წევრი.