დუმაცხო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუმაცხო

დუმაცხო – პატარა სოფელია გუდამაყარში (დუშეთის რ.). გაშენებულია სოფ. ბურსაჭირისა და სოფ. ბოსლის ხევების შესაყარში, მთიულეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. 1926 წლის აღწერის მასალების მიხედვით დუმაცხოში 19 კომლს უცხოვრია (146 სული; ამათგან მამაკაცი – 62, ქალი – 84). ძირითადი გვარი აფციაური და წიკლაური ყოფილა.

სახელწოდება

უთუოდ მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ვახუშტი ბატონიშვილი, აგრეთვე იოანე ბატონიშვილი იცნობენ სოფელ დუმაცხოს, ოღონდ მას ადასტურებენ არა მთიულეთ-გუდამაყარში, არამედ ცენტრალურ ქართლში, ალის წყალზედ მოსახლე სოფლებს, კერძოდ, ნაბახტევ-ბრილისა და ქინძათ-ბროლოსანს შორის.) ასეთი რამ, ალბათ, მთიულების ქართლში ოდინდელი მიგრაციით უნდა აიხსნას. მთიულეთ-გუდამაყრის ტოპონიმიის მკვლევარი გ. ხორნაული, ისევე როგორც ზოგი სხვა სპეციალისტი, დუმაცხოს ზანური (მეგრული) წარმოშობის ენობრივ ფაქტად მიიჩნევს და მას ერთ-ერთი უძველესი ღვთაების ჭანურ სახელწოდებას ჯუმაჩხა-ს უკავშირებს. ალბათ უფრო მართებული უნდა იყოს მისი საკუთრივ ქართულ ენობრივ სამყაროში მოძიება. ხომ არ შეიძლება დავუშვათ ამ ტოპონიმის მაცხოვარ- სიტყვასთან კავშირი? მართალია, ნათელი არაა პირველი ელემენტის (დუ-) მნიშვნელობა, მაგრამ მეორე ფუძის (მაცხო-) მაცხოვარ- სიტყვასთან გააზრება შეუძლებელი არ ჩანს, მითუმეტეს, რომ აქაური კილოსათვის ზოგი თეონიმის ფონეტიკურ ნიადაგზე ცვლა ნიშანდობლივი ფაქტია. საინტერესოა, რომ ხევსურული „ჟამისწირვის“ ერთ ნიმუშში სიტყვა მაცხოვარი შეკვეცილი მაცხო ფორმით არის წარმოდგენილი. საინტერესოა იმის გახსენებაც, რომ გუდამაყრის ხეობის სოფ. ბურსაჭირს ადგილობრივ მაცხუბან” (მაცხოვრის უბანი?) უწოდებენ. ასევე შეცვლილია თორმეწია (მთიულ.) ნიშნავს: მთავარმოწამე. ძალზე საგულისხმოა, რომ დუმაცხოს (ძუმაცხო?) („ფურების ხატი“, „ქალების ხატი“, „ძუძუს ხატი“?) ტერიტორიაზე ძალზე ბევრი ხატობებია დადასტურებული: ზეგარდა, კვირე, მთავარანგელოზი, პირიმზეფუძის ანგელოზი, ხატი, ხთიშობელი, ჯორჩი („ხატის ვაკე)” და სხვ. შესაძლებელია დუმაცხო (ძუმაცხოვარი) ერთ-ერთი ასეთი სალოცავი იყო, რომელიც მოგვიანებით სოფლის სახელად ქცეულა.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები