დუმბაძე ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონ დუმბაძე – (7 იანვარი 1933, სოფ. შემოქმედი, ოზურგეთის რ-ნი, – 25 ნოემბერი 1998 თბილისი), მხატვარი–გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1984).

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1990-იდან იყო გამოყენებითი გრაფიკის კათედრის გამგე). გამოფენებში მონაწილეობდა 1961-იდან. 1960-იდან იყო ქართული შრიფტის ექსპერიმენტული ლაბორატორიის მხატვარი (1972-იდან – გამგე). დუმბაძემ შექმნა და წარმოებაში დანერგა 50-მდე ქართული სასტამბო შრიფტი (სატექსტე, სატიტულო, სააფიშო, საწერი მანქანის და სხვ.), მ. შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „უნივერსიტეტი“ (1962-65), „განახლებული“ (ბ. გორდეზიანთან ერთად, 1965-66), „ლიტერატურული“ (1965-68), „რუსთაველი“ (1965-66), „ენციკლოპედიური“ (1967-68), „სპეციალური“ (1993-95) და სხვ. გაფორმებული აქეს 200-მდე წიგნი, 20 პლაკატი და სხვ. მუშაობდა დაზგურ გრაფიკაშიც.

ნ. გიოშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები