დუმბაძე გელა
გელა დუმბაძე – (Gela Dumbadze), ქართველი დიპლომატი, 2017-2019 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში.
დაიბადა 13 ივნისი, 1965 წელი. ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1982-1989 – სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე (დაამთავრა წარჩინების დიპლომით);
1999-2001 – დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია; იყო აკადემიის მსმენელთა კლუბის პრეზიდენტი.
სამუშაო გამოცდილება:
1998 – სტაჟირება გაიარა და დაიწყო მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;
1998-99 – ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველი მდივანი;
1999-2000 – სამინისტროს პრეს-ცენტრის მრჩეველი;
2000-2001 – საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2005-2007 – კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი;
2001-2005 – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო – მრჩეველი;
2007-2009 – რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩო – მრჩეველი;
2009-2013 – უკრაინაში საქართველოს საელჩო – უფროსი მრჩეველი;
2013-2014 – უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო – ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი მრჩეველი;
2014 – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
2014-2016 – დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;
2014-2016 – თავმჯდომარეობდა საქართველოსათვის ლევილის (საფრანგეთი) მამულის დაბრუნების კომისიას.
2016 წლის 23 სექტემბერს, წარმატებული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მის მიერ ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის დაბრუნების აქტს;
2017 – საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2019 აგვისტოდან – საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
ფლობს: ინგლისურსა და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი