ეგვიპტური არქიტექტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეგვიპტური არქიტექტურა − ძველი მონათმფლობელური ეგვიპტის არქიტექტურა, მოიცავს დროის მონაკვეთს ძვ. წ. III ათასწლეულიდან ახ. წ. პირველ საუკუნეებამდე, იყოფა რამდენიმე ძირითად საფეხურად, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის ისტორიულ განვითარებასთან: ძველი სამეფოს, შუა სამეფოს, ახალი სამეფოს ხანებისა, გვიან ხანისა, ელინისტური და რომაული პერიოდისა. უმთავრესი ობიექტები იყო ფარაონთა და შეძლებულთა სამარხები (პირამიდები, მასტაბები), სატაძრო ანსამბლები. ძირითადი საშენი მასალა იყო ქვა, დიდი დარბაზები იხურებოდა მასიურ ბოძებზე დაყრდნობილი ქვის ბრტყელი ფილებით. კედლები მხატვრობით იფარებოდა. დამახასიათებელია მკაცრი მონუმენტალობა და სიდიადე, გრანდიოზული მასშტაბები.