ეგოდისტონიური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეგოდისტონიური - (egodystonic), განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც ინდივიდი ვერ აღიქვამს, როგორც საკუთარ ნაწილს ან მასში ზიზღს იწვევს; ინდივიდისათვის მიუღებელ ზრახვებს, სურვილებს, აზრებს, გრძნობებს, ემოციებს (ეგო-უცხოა). საპირისპიროდ, ტერმინი ეგოსინტონიური ასახავს სუბიექტის „მე“-სთან შეთავსებულ ზრახვებს, აზრებს, სურვილებს და ა.შ.