ეგრეგორი
ეგრეგორი – ჯგუფური ბიოველი; წარმოიქმნება მიტინგების, ზეიმების, სპექტაკლების, საეკლესიო მსახურების დროს. მაღალნიჭიერი მსახიობის ბიოველი ვრცელდება მთელ დარბაზში, ერწყმის მაყურებელთა ბიოველს და ქმნის ეგრეგორს. ასეთივე ზემოქმედება აქვს ღვთისმსახურებას ტაძარში, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს ტაძრის დადებითი ბიოენერგეტიკა.
გუნდური ცეკვა და სიმღერა დადებითად ზემოქმედებს მონაწილეთა ბიოველზე. კეთილი აზრები და ქმედებანი აუმჯობესებენ ეგრეგორის ფორმას და სტრუქტურას, შესაბამისად – განწყობილებას.
აღმოსავლეთში ფართოდ იყენებენ მანტრებს – სიტყვებს ან ბგერებს, რომლებსაც წარმოთქვამენ გარკვეული თანმიმდევრობით, რაც აუმჯობესებს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მაგრამ არსებობს ისეთი ბგერები და მუსიკა, რომელიც ადამიანებზე ზემოქმედებს უარყოფითად, არღვევს ან არყევს ეგრეგორს