ეგრისის ქედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამეგრელოს ქედი

სამეგრელოს ქედი, ეგრისის ქედი, ოდიშის ქედისამეგრელოს ქედი კავკასიონის სამხრეთ ფერდობის ერთ­-ერთ გასწვრივ გვერდით ქედს წარმოადგენს, იგი ყოფს ზემო და ქვემო სვანეთის მაღალმთიან ქვაბულებს კოლხეთისა და შავი ზღვისაკენ მიპყრობილი გარეგანი ფერდობებისაგან.

სამეგრელოს ქედის თხემზე აღმართულია მწვერვალები: ოთეფურადოდი (3038 მ), დიდღალიდუდი(3164 მ), თხეიშისდუდი (3045 მ), ლაკუმურაშუდი (3264 მ), ტეხურიშდუდი (3000 მ), ღვირისთავი (2667 მ).

მთავარი თხემიდან სამხრეთისაკენ გამოწვდილ კლდოვან შვერილებზე აღმართულია მთები: ჭითაგვალა (3221 მ), ცაში­ კიბული (2913 მ) და სხვ. წყალგამყოფ თხემზე მდებარეობენ უღელტეხილები: ზანდარიაქი (2763 მ), საოჭიო (2696 მ), ნატახტასშტუდი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები