ეგრის-აფხაზეთის სამეფო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეგრის-აფხაზეთის სამეფო – ქართული ფეოდალური სამეფო VII-X სს. წარმოიქმნა ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანების შედეგად.
ეგრის-აფხაზეთის სამეფო მოიცავდა ახლანდელ დასავლეთ საქართველოს და ჩრდილო-დასაელეთ კავკასიის ნაწილს – მდ. ფსოუს შესართავიდან ნიკოფსიამდე (ახლ. ტუაფსეს მიდამოები), დედაქალაქი – ქუთაისი. მასში შედიოდა შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები: ჯიქეთი, აფხაზეთი, აფშილეთი, სვანეთი, რაჭა, თაკვერი, არგვეთი, ეგრისი, გურია.