ევანგელიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევანგელიზმი - (ბერძ.) ტერმინი აღნიშნავს სხვადასხვა ისტორიულ მიმდინარეობებს, მათ შორის, XVI საუკუნის კათოლიკური რეფორმის მოძრაობას, რომლის ძირეულ ასპექტსაც უსვამს ხაზს: ესაა ქრისტიანული ცხოვრების რეფორმა, განხორციელებული სახარებისეული სულისკვეთებისკენ მიბრუნების მეშვეობით. ქრონოლოგიურად ტრიდენტის კრებამდე ეს კათოლიკური რეფორმის უკანასკნელი მცდელობა იყო, რომელიც რეფორმათა კათოლიკე ეკლესიის წიაღში გატარების ხაზს აგრძელებდა.

ევანგელიზმი ახალი ღმრთისმოსაობიდან იღებს სათავეს, მის მიზანს კი ქრისტიანული უწყების შინაგანი გათავისება და რელიგიურობის გარეგნული ნიშნებისაგან (წმიდანთა, რელიკვიათა თაყვანისცემა და სხვ.) გათავისუფლება წარმოადგენდა, რათა ქრისტიანობა მხოლოდ იესო ქრისტეს პიროვნებისა და მისი მსხვერპლშეწირვის მხსნელ მნიშვნელობაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. გარდა ამისა, ევანგელიზმი თეოლოგიისაგან ფილოსოფიურ „გამიჯნულობათა“ გაქრობას მოითხოვდა, მხოლოდ სახარებისეულ გამჭვირვალობაში ჩაძირვის მიზნით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები