ევოლუტა (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევოლუტა – m
და ევოლვენტა – ℓ

ევოლუტაბრტყელი ℓ წირის სიმრუდის ცენტრების m გეომეტრიულ ადგილს ეწოდება ℓ წირის ევოლუტა, ℓ წირს კი თავისი ევოლუტის მიმართ – ევოლვენტა. ევოლუტის მხებები წარმოადგენენ ევოლვენტის ნორმალებს.

სივრცითი წირის ევოლვენტა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ამ წირის მხებების ორთოგონალური ტრაექტორია.

ევოლუტის ცნება პირველად გაჩნდა ჰიუგენსის ნაშრომში ქანქარიანი საათების შესახებ (1673). აქ გადმოცემულია ევოლუტის ძირითადი თვისებები და შემოტანილია სახელწოდება evolute – „განვითარებადი“, „გაშლადი“ (ლათინურიდან evolvere – „გაშლა“, „გახსნა“). ორი სტატია ევოლუტას მიუძღვნა ლაიბნიცმა (1692). ევოლუტის ცნების განზოგადება ეკუთვნის ცნობილ ფიზიკოსს რეომურს (1709). სალმონმა განიხილა მრუდები, რომლებსაც მან უწოდა „კვაზიევოლუტა“ (1882).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები