ევროდოლარი - (eurodollar) - ევროპული დოლარი. ამერიკული დოლარით გამოხატული ფულადი საშუალება, რომელსაც მფლობელები ათავსებენ აშშ-ის ფარგლებს გარეთ, უმთავრესად ვროპულ ბანკებში და იყენებენ საკრედიტო ოპერაციებისათვის. ევროდოლარის ბაზარი წარმოიშვა XX საუკუნის 50-იანი წლების დამლევს.
წყარო
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი