ევროპული სიდამპლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ევროპული სიდამპლე – ფუტკრის დაავადება. ევროპული სიდამპლე ფუტკრის ოჯახში ვითარდება გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში, ევროპული სიდამპლით ავადდება ღია ბარტყი 4-7 დღის ასაკში. მისი გამომწვევი ბაქტერია პლუტონი, სპორას არ იკეთებს და წყალში იღუპება 60 გრადუსით გაცხელების დროს 10 წუთის განმავლობაში; თაფლში 79 გრადუსით გაცხელებით 10 წუთში, მზის სხივები ამ ბაქტერიას 21-30 საათში სპობს.

დაავადების დროს ჭიას ჩვეულებრივი თეთრი ფერი ეცვლება და ყვითელ ფერს ღებულობს.

ამერიკული სიდამპლისაგან განსხვავებით, მკვდარი ჭია არაწებადია და მათ ფუტკრები ადვილად იღებენ უჯრედიდან. დაღუპულ ჭიას მჟავე სუნი აქვს, გადაბეჭდილ ბარტყიანი უჯრედების სახურავები მუქი ფერისაა და დაჩვრეტილია, თუ ასანთის ღერით ამოვწევთ მკვდარი ბარტყის მასას, ის მოკლე და სქელი ძაფის მსგავსად გაიწელება.

ამერიკული სიდამპლით დაავადებული ბარტყისაგან განსხვავებით, ევროპული სიდამპლით დაავადებული ბარტყი უჯრედის გადაბეჭდვისთანავე კვდება და პარკის ქსოვას ვერ ასწრებს.

იმისათვის, რომ გავარკვიოთ, თუ რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე, საჭიროა დაავადებული ბარტყის ლაბორატორიაში გამოკვლევა. აღნიშნული დაავადების მკურნალობა იმავე მედიკამენტებითა და ისეთივე წესით წარმოებს, როგორც ამერიკული სიდამპლის დროს.


წყარო

მეფუტკრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები