ეზთირნაქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეზთირნაქ-ი (ნოღ. Езтырнак: ез – „სპილენძი“, тырнак – „ბრჭყალი“) – სპილენძის ბრჭყალებიანი დემონური არსება ნოღაურ მითოლოგიაში.
ზოგიერთი გადმოცემაში ამ არსებას ალთინ თირნაქი (Алтын тырнак – „ოქროს ბრჭყალი“) ჰქვია. მონადირეებთან და მგზავრებთან შეხვედრის დროს მალავს ხელებს, რათა ბრჭყალები არ შეამჩნიონ. ადამიანისათვის უსიამოვნება მოაქვს. ერთ-ერთ ნოღაურ ზღაპარში („სამი ქალიშვილი და ელმავიზი“) ელმავიზის ასულის სახელია ეზთირნაქი, ამ ზღაპრის სხვა ვარიანტში კი – ალთინ თირნაქი.
ლიტერატურა
Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.