ეთერი (ქართული ეპოსის პერსონაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეთერიაბესალომ და ეთერის თქმულების ძირითადი მხატვრული სახე, იდეალური ქალის ხალხურ-პოეტური განსახიერება. იგი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა, – კელტური ეპოსის ოქროსთმიანი იზოლდას ორეული. ეთერი ძირითადად კონკრეტულ-რეალისტური თვისებების მქონეა. ასეთია მისი აღზრდა, დედინაცვალთან დამოკიდებულება, მწყემსობა, მიჯნურობა, მაღალი მორალური ბუნება, თავდადება, მაგრამ მის კეთილშობილ სახეს ზღაპრულ-ფანტასტიკური იერიც დაკრავს რაც მჟღავნდება „დაბადების, ქორწინების, ბროლის კოშკში ყოფნისა და სიცოცხლის დასასრულის ეპიზოდებში. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მთქმელთა ნაძერწი იდეალური ქალი შემეცნებითი მნიშვნელობითა და ესთეტიკური სრულყოფის ხელოვნებით გვერდში უდგას წარმოშობით მის შემდეგდროინდელი ეპოსის ისეთ გენიალურ სახეებს,როგორიცაა რუსთაველის ნესტან-დარეჯანი და თინათინი. სახალხო მგოსანი ყველასათვის მისაწვდომი სადასიტყვაობით გადმოსცემს ეთრის გარეგნობას:

წელი წვრილი, ბეჭი ფართე, თეძოსთავი დაბალია;
შუბლი ბრტყელი, წარბი წვრილი, საფეთქელი მწყაზარია;
ცხვირი სტვირი, კბილი მძივი, ბაგე ხახვის ფოთოლია...

დევნილი გერის ტრადიციულ სიუჟეტზე აღმოცენებული რომანტიკული სახე დღეგრძელი და მიმზიდველი აღმოჩნდა. XIX და XX სს. პოეტები, მუსიკოსები და მხატვრები დიდ ინტერესს იჩენდნენ მის მიმართ.

მ. ჩიქოეანი


ლიტერატურა

  • ვ. ბარნოვი, თხზ. X, 1964;
  • ეთერიანი, მ. ჩიქოვანის რედაქციით, შესავალი წერილითა და შენიშვნებით. ხალხური სიტყვიერება, IV, 1

954.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები