ეთილენვინილაცეტატი
ეთილენვინილაცეტატი – სინთეზური ელასტომერი C6H10O2. მიიღება ეთილენისა და ვინილაცეტატის თანაპოლიმერიზაციით. მიეკუთვნება პოლიოლეფინების ჯგუფს.
სიმკვრივე – 931 კგ/მ3,
ლღობის ტემპერატურა – 80-90°С,
სამუშაო ტემპერატურა – 80°С-დან +55°С-მდე (ხანმოკ-ლედ +70°С-მდე).
ვინილაცეტატის შემცველობა განსაზღვრას თანაპოლიმერის მექანიკურ თვისებებსა და ტიპს (ელასტომერი ან თერმოპლასტი), ხოლო ვინილი ეთილენვინილაცეტატს ანიჭებს მდგრადობას ზეთების, გამხსნელების, ოზონისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ. თანაპოლიმერს აცეტატის დაბალი შედგენილობით ისეთივე თვისებები აქვს, როგორც მაღალი წნევის (დაბალი სიმკვრივის) პოლიეთილენს. არის მსუბუქი და დრეკადი მასალა ამორტიზაციული თვისებებით, პოლიეთილენზე გამჭვირვალეა და აქვს კარგი ადჰეზიური თვისება სხვადასხვა მასალასთან მიმართებით. გამოიყენება ფირების (აფსკების), ფურცლების, შლანგების, კაბელის გარსების, სათამაშოებისა და ა.შ. დასამზადებლად; წებოების, საღებავების, საღებრების, სამშენებლო ხსნარების წარმოებაში, აგრეთვე სხვა პოლიმერებთან ერთად კომპაუნდის მისაღებად.