ეირი (ტბა)
ეირი – უდიდესი ტბა ავსტრალიაში. რომელიც წარმოადგენს ვრცელი (მკვლევრების ვარაუდით 100 ათას კმ2-ზე მეტი ფართობის და 50 მ სიღრმის) პლეისტოცენური წყალსატევის ნარჩენს. მდებარეობს დეპრესიაში, რომელიც ოკეანის დონიდან 12 მ-ით დაბლაა. წარმოადგენს ვრცელი გაუდინარი ტერიტორიის ცენტრს, რომელშიც ჩაედინება მრავალრიცხოვანი პერიოდული ნაკადები (კრიკები) ტბა ძლიერ მლაშე და წყალმარჩხია. ტბის ფართობი და სანაპირო ხაზის კონფიგურაცია, ნალექების მოსვლის შესაბამისად, ძლიერ ცვალებადია. წვიმიან პერიოდში ტბის წყლის სარკის ფართობი მკვეთრად მატულობს და, ზოგჯერ, აღწევს 15 ათას კმ2,, ხოლო მშრალ სეზონში, რომელიც წლის მეტ დროს მოიცაეს, მისი მასაზრდოებელი კრიკები შრებიან და თითქმის მთლიანად შრება ტბაც. მისგან რჩება ცალკეული წყალმარჩხი მცირე ფართობის მქონე წყალსატევები. კალაპოტის ძირითად ნაწილს კი გადაეკვრება მარილის სქელი ქერქი. ტბა ეირი მდებარეობს ყველაზე არიდულ და უნაყოფო უდაბნოს ცენტრში.