ეიხლერის ტიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეიხლერის ტიტა - Tulipa eichleri Regel

Tulipa eichleri Regel. – ეიხლერის ტიტა

მრავალწლოვანი ბოლქვოვანი დეკორატიული მცენარეა, ლამაზი წითელი ყვავილებით. მნიშვნელობა აქვს მეყვავილეობაში, როგორც იშვიათ, საწყის სასელექციო მასალას. ასევე მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიზმის თვალსაზრისით, გამოიყენება ხალხურ მედიცინაშიც.ყვ. IV-V; ნყ. VI.

აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ენდემური სახეობაა. კლასიკური ადგილსამყოფელი – შემახი (Гроссгейм, 1940).

საქართველოში მხოლოდ ქართლშია გავრცელებული – სოფ. მრგვალი ჭალა, „არსენას კლდეები”. მიეკუთვნება იშვიათ და გადაშენებად სახეობათა რიცხვს.

შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში” ( 1982).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები