ეკზერსისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეკზერსისი – (ფრანგ. exercice — „სავარჯიშო“), კლასიკური ცეკვის გაკვეთილის ძირითადი ნაწილი. შედგება სავარჯიშოებისაგან, რომლებიც განაპირობებენ კუნთების იოგების განვითარებას, განშლადობის, მდგრადობის, წონასწორობის გამომუშავებას, აგრეთვე მოცეკვავის მოძრაობის კოორდინაციის აღზრდას. ეკზერსისი სრულდება როგორც ძელთან, ასევე შუა დარბაზში.