ეკლექტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეკლექტიკა − (ბერძნ. eklego – ამორჩევა, შეკრება) შიდა კავშირს მოკლებული მოვლენების, ცნებების, ნიშნების, ფორმების, ელემენტების უპრინციპო შეხამება-შეერთება. თავს იჩენს კულტურის ისტორიის გარდამავალ ხანაში, როცა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ახალი, ქაოტურად ერწყმის ძველს და იწვევს სტილების აღრევას. XX ს. ეკლექტიკა დამახასიათებელია ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებისათვის, ეკლექტიკის პრინციპებს ეფუძნება პოსტმოდერნიზმი, მთლიანად პოსტკულტურა.