ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადება - ომის პერიოდში მდგრადი ფუნქციონირებისთვის ეკონომიკის მომზადების ღონისძიებების კომპლექსი. ამ ღონისძიებების შინაარსი და რეალიზაციის ვადები დგინდება სახელმწიფო სამობილიზაციო გეგმით. მათ რიცხვს განეკუთვნება:

  • ეკონომიკის მართვის სამხედრო ყაიდაზე გარდაქმნა;
  • შრომითი, მატერიალური და საფინანსო რესურსების სახელმწიფო რეზერვების შექმნა, რაც საჭიროა სამხედრო
  • წარმოების ზრდისათვის;
  • სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში სარეზერვო საწარმოო სიმძლავრეების შექმნა;
  • სამხედრო პროდუქციის გამოსაშვებად არასამხედრო დარგების მომზადება;
  • კომუნიკაციების (ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის) სახელმწიფო სისტემის მომზადება ომის პირობებში
  • ფუნქციონირებისთვის;
  • ომის პირობებში სამხედრო წარმოების, შეიარაღებული ძალებისა და აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის
  • მომზადება ქვეყნის მოსახლეობის სოფლის მეურნეობის პროდუქციით უზრუნველყოფისთვის;
  • წყაროების განსაზღვრა გაფართოებული სამხედრო წარმოების შრომითი რესურსებით დასაკომპლექტებლად;
  • ომის პირობებში ეკონომიკის დარგში ყველა ღონისძიების დაფინანსების წყაროების და წესის განსაზღვრა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები