ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი - ედი (economic discomfort index), მაკროეკონომიკური ინდიკატორი, ინფლაციისა და უმუშევრობის დონეთა ჯამი, ახასიათებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, მაკროსტაბილურობის მდგრადობის დონეს, რომელთანაც უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია: რაც უფრო მაღალია ედი, მით მეტია ქვეყანაში უარყოფითი ტენდენციები და, პირიქით. მისი გაანგარიშებისათვის გამოიყენება როგორც საშუალო წლიური, ისე დეკემბრის მდგომარეობით არსებული წლიური ინფლაცია და შესაბამისი პერიოდის უმუშევრობის დონე. ედი ეკონომიკურ ლიტერატურაში პირველად შემოიტანა ცნობილმა ეკონომისტმა არტურ ოუკენმა (ი. არჩვაძე. ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი: არსი და გამოყენებითი ღირებულება. „ახალი ეკონომისტი“, 2012, #1).

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები