ეკონომიკური ტერიტორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური ტერიტორია - (economic territory) - მოცემული ქვეყნის ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციულად მართვადი ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება ამ ქვეყნის იურისდიქცია. მის საზღვრებში თავისუფლად გადაადგილდებიან მოცემული ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე თავისუფლად მოძრაობს საქონელი და ფული. ეკონომიკურ ტერიტორიაში შედის: საჰაერო სივრცე; ტერიტორიული ანკლავები საზღვარგარეთ (ე.ი. ზონები, რომლებსაც იყენებენ მოცემული ქვეყნის სამთავრო დაწესებულებები არენდის ან საკუთრების უფლების საფუძველზე, საელჩოები, სამეცნიერო და სამხედრო ბაზები); ექსტერიტორიული ანკლავები ანუ ქვეყნის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად გამოიყენება სხვა ქვეყნის დაწესებულებების მიერ (ანკლავში შემავალ მიწაზე ან ნაგებობებზე საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებული ოპერაციების ნაწილში); ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ა.შ. მარაგები ქვეყნის გარეთ მდებარე ტერიტორიულ წყლებში, თუ მათი დამუშავება ხდება ქვეყნის რეზიდენტების მიერ.

ეკონომიკურ ტერიტორიაში არ შედის სხვა ქვეყნების ტერიტორიული ანკლავები - საკონსულოები, საელჩოები, სამეცნიერო და სამხედრო ბაზები და ა.შ. აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციები, განლაგებული მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველოს ეკონომიკური ტერიტორია დღეისათვის გაცილებით ნაკლებია მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე, რამდენადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ახალგორისა და კოდორის ხეობის ტერიტორიებზე.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები