ეკონომიკური ციკლი - (business cycle), საქმიანი აქტიურობის ციკლი, ერთი კრიზისის დაწყებიდან მეორე კრიზისის დაწყებამდე დროის პერიოდი, რომელიც იყოფა ოთხ ფაზად: კრიზისი, დეპრესია, გაცხოველება, აღმავლობა. ეკონომიკური ციკლის ცნობილი მკვლევრები არიან: მარქსი, კეინზი, ჰიკსი, შუმპეტერი, გუდვინი და ა.შ.
წყარო
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი