ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა - (economic order policy), საბაზრო წესრიგის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კონკურენციის დაცვის პოლიტიკის შეხამებას საზოგადოების სოციალური დაცვის პოლიტიკასთან, იმ ჩარჩო პირობების გათვალისწინებით, რომელსაც ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა ადგენს. ჩარჩო პირობებში შედის:

  1. ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობა და, პირველ ყოვლისა, საკუთრებით ურთიერთობათა წესრიგი;
  2. კონკურენციის დაცვის პირობები, მაკროეკონომიკური რეგულირების პრიორიტეტები (ანტიმონოპოლიური კანონმდებლობების არსებობა და მისი განვითარების დონე, გადასახადების ლიბერალიზაციის დონე, საკრედიტო განაკვეთების სიდიდე, ბიზნესის თავისუფლების ხარისხი, ეკონომიკურ-სამართლებრივი სისტემის სანდოობის ხარისხი, აგრეთვე მოცემულ ქვეყანაში კერძო სექტორი არის თუ არა პოლიტიკური რუპორი, ბიზნესის წარმომადგენლები იკავებენ თუ არა ადგილს ხელისუფლებაში და ა.შ.
  3. სოციალური დაცვის სისტემა (საზოგადოებრივი საქონლის წარმოების დონე და ხარისხი, მოსახლეობის დაცვა უარყოფოთი ექსტერნალიებისაგან, ბუნებრივი მონოპოლიების არსებობა და მასშტაბები, სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა, საარსებო მინიმუმის თანაფარდობა პენსიებთან და მინიმალურ ხელფასთან, კომუნალური გადასახადების განაკვეთები, სოციალური დაზღვევის სამართლებრივი ნორმები და ა.შ.

ბაზარი სოციალური პრობლემების მიმართ არაელასტიკური და დაუნდობელია. თუ იგი თავის ნებაზეა მიშვებული, უთუოდ განაპირობებს უსამართლობასა და სიღატაკეს ქვეყანაში, რაც, საბოლოო ანგარიშით, ბუმერანგივით უბრუნდება თვით მას (ბაზარს), იწვევს სტაგნაციას, რომლის მულტიპლიკაციური ეფექტი მაღალია. ეს აისახება უმუშევრობის ზრდაში, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაცემაში, სოციალურ აფეთქებებსა და ა.შ. აღნიშნული ჩარჩო პირობები აღნიშნავს მოცემულ ქვეყანაში ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის განვითარების დონეს და უპასუხებს კითხვას: რეალურად არსებობს კი იგი ქვეყანაში თუ სინამდვილეში არის თვალის დახუჭვისა და მისგან გაქცევის პოლიტიკა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები