ელდარის ვაკე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელდარის ვაკე – ვაკე-დაბლობი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ივრის ქვემო დინების ორივე ნაპირზე რომელიც თავისი ბუნებრივი პირობებით მჭიდროდ (ნალექების წლიური ჯამი 300 მმ, ჩამონადენის მოდული 1-2 ლ/წმ კმ) არის დაკავშირებული ამიერკავკასიის ნახევარუდაბნოების ლანდშაფტურ ოლქთან. ეს რეგიონი ჩვენი ქვეყნის ყველაზე გვალვიანი კუთხეა.