ელევატორი (კონვეიერი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელევატორი − (ლათ. elevo, elevatum მაღლა ამწევი), ტვირთების შვეულად გადასაადგილებელი ტრანსპორტიორ-კონვეიერი. ცემენტის ქარხნებში, ძირითად ტექნოლოგიურ ტრანსპორტს ფხვიერი მასალების გადასაადგილებლად 30 მ და მეტ სიმაღლეზე წარმოადგენს ციცხვებიანი ელევატორი. მას იყენებენ აგრეთვე მოწყობილობის მაღლივი განლაგების ქარხნებში სილოსებიდან დოზატორებში ცემენტის მისაწოდებლად. ცნობილია აგრეთვე ხვეტია ელევატორი.