ელენე ახვლედიანის აღმართი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელენე ახვლედიანის აღმართი – ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც სურბ-კარაპეტის აღმართი, 1923 ეწოდა ნიკოლოზ კიბალჩიჩის, 1988 — ელენე ახვლედიანის სახელი.