ელენშლეგერი ადამ გოტლობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადამ გოტლობ ელენშლეგერი – (დან. Adam Gottlob Oehlenschläger, 1779-1850), დანიელი პოეტი და დრამატურგი.

ნაციონალური რომანტიზმის მანიფესტად იქცა მისი კომედია „თამაშები ღამეში წმინდა ჰანსობაზე“. დემოკრატიული ზნეობის იდეალს მიეძღვნა მისი დრამატული პოემა „ალადინი, ანუ ჯადოსნური ლამპა“. ამ პიესაში შერწყმული იყო ფოლკლორულ-ფანტასტიკური და ყოფითი საწყისები. მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში მან ნოვატორულად გაიაზრა კლასიკური ტრაგედიის ჟანრული კანონები. მან შექმნა ნაციონალურ-ისტორიული ტრაგედიები ძველსკანდინავურ ქრონიკების და თქმულებების მიხედვით. მისი დრამატურგია იქცა დანიური თეატრის განუყოფელ ნაწილად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები