ელექტიური მუტიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტიური მუტიზმი - (F94.0), (mutism, elective), გამოხატული, ემოციურად განპირობებული შერჩევითობა საუბრის წარმართვისას. ზოგ სიტუაციაში ბავშვი სამეტყველო შესაძლებლობას კარგად ავლენს, თუმცა სხვა ვითარებაში მეტყველებას იკრძალავს ჩვეულებრივ, აშლილობა შერწყმულია გამოხატულ პიროვნულ მასასიათებლებთან, როგორიცაა: სოციალური შფოთვა, შემოფარგლულობა, მგრძნობიარობა ან რეზისტენტობა (გაჯიუტება).(ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ელექტიური მუტიზმის დროს ბავშვები გარკვეულ სიტუაციაში უარს აცხადებენ საუბარზე, მაშინ, როდესაც სხვა გარემოში ისინი უპრობლემოდ ურთიერთობენ. როგორც წესი, ბავშვი ოჯახში ნორმალურად მეტყველებს, თუმცა, სკოლაში სირთულეები აღენიშნება. ბავშვების მცირე ნაწილს, შეიძლება, მეტყველების გარკვეული დეფექტი აღენიშნებოდეს. ხშირად ასეთ შემთხვევებში ბავშვებს სხვა სახის ნეგატიური ქცევაც ახასიათებთ, მაგ., შეთავაზებისას სკამზე დაჯდომას ან თამაშზე უარის თქმა. ასეთ ბავშვებს შეიძლება თანმხლები შფოთვითი აშლილობა ჰქონდეთ. ელექტიური მუტიზმი, ჩვეულებრივ, 3-დან 5 წლამდე იჩენს თავს, მას შემდეგ, რაც ბავშვი ნორმალურ ლაპარაკს იწყებს. მართალია, ბავშვების უმრავლესობა უცხო გარემოში საუბარს გაურბის, მაგრამ ელექტიური მუტიზმი მაინც ძალიან იშვიათი მდგომარეობაა. იგი 1000-დან 1 ბავშვში ვლინდება. დიაგნოზის დასმა ხშირად გართულებულია, ვინაიდან ბავშვი უარს აცხადებს ფსიქიატრთან საუბარზე. ასეთ შემთხვევაში მშობლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეფასებისას აუცილებელია მშობელს ვკითხოთ, რამდენად ნორმალურია ბავშვის მეტყველება სახლში. როგორია ნათქვამის გაგებისა და აზრის გადმოცემის უნარი. სამკურნალოდ შეიძლება მეტყველების თერაპია, ფსიქოთერაპია ან ბიჰევიორული თერაპია გამოვიყენოთ, თუმცა, არც ერთი მეთოდის ეფექტურობა დამტკიცებული არ არის. ზოგ შემთხვევაში ელექტიური მუტიზმი რამდენიმე თვე ან წელი გრძელდება. 5-10 წლის განმავლობაში მცირე ჯგუფზე ჩატარებული შემდგომი დაკვირვების კვლევა აჩვენებს, რომ მხოლოდ ელექტიური მუტიზმის მქონე ბავშვების მხოლოდ ნახევრის მდგომარეობა უმჯობესდება. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები