ელექტროძრავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელექტროძრავა – ელექტრული მანქანა, რომელიც ელექტრონულ ენერგიას გარდაქმნის მექანიკურ ენერგიად. ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში, ტრანსპორტზე, ყოფაცხოვრებაში. განასხვავებენ მუდმივი და ცვლადი დენის ელძრავებს. ცვლადი დენის ელძრავები არის სინქრონული და ასინქრონული. ძირითადი მახასიათებლებია სიმძლავრე და ბრუნვის სიხშირე.
სარჩევი |
რევერსიული ელექტროძრავა
ელექტროძრავა, რომელიც ბრუნვის მიმართულებას პოლუსების გადართვის შემდეგ იცვლის.
სინქრონული ელექტროძრავა
ცვლადი დენის ელექტროძრავა, რომელშიც ინდუქტირებული ელექტრომამოძრავებელი ძალა ბრუნვის სინქრონულად იცვლება.
ცვლადი დენის ელექტროძრავა
ელექტროძრავა, რომელიც ცვლად დენზე მუშაობს. ის ფართოდ არის გავრცელებული ტექნიკაში.