სევერინო ემანუელე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ემანუელე სევერინო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემანუელე სევერინო

ემანუელე სევერინო – (იტალ. Emanuele Severino; დ. 26 თებერვალი 1929 - გ. 17 იანვარი 2020), იტალიელი ფილოსოფოსი.

1954-1969 წლებში ფილოსოფიას ასწავლიდა მილანის კათოლიკურ უნივერსიტეტში. „პრაქტიკის ფილოსოფიის კვლევები“ (1962) და სამოციან წლებში გამოქვეყნებული მისი სხვა ნაშრომები მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა კათოლიკე ეკლესიის დოქტრინას. 1969 წელს ვატიკანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სევერინოს ნააზრევი შეუთავსებელი იყო ქრისტიანობის პრინციპებთან. კათოლიკური უნივერსიტეტიდან წასვლის შემდეგ სევერინო ვენეციის უნივერსიტეტმა მიიწვია. ის იყო Ca ′ Foscari-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ფილოსოფიის ფაკულტეტის თანადამფუძნებელი, სხვადასხვა წლებში ასწავლიდა ლოგიკას, ფილოსოფიის ისტორიას, სოციოლოგიას.

სევერინოს მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „ცნობიერება, ფიქრები ანტიფილოსოფიისათვის“ (1948), „ჰაიდეგერი და მეტაფიზიკა“ (1950), „საწყისი სტრუქტურა“ (1958), „ნიჰილიზმის არსი“ (1972), „ანტიკური ფილოსოფია“ (1984), „მოდერნის ეპოქის ფილოსოფია“ (1984), „თანამედროვე ფილოსოფია“ (1986), „ენის მიღმა“ (1992), „ტექნიკის ბედი“ (1998), „ჩემი დაპირისპირება ეკლესიასთან“ (2001), „ქვის კედელი ფილოსოფიური ტრადიციის დაისზე“ (2006), „კაპიტალიზმის ეთიკა“ (2008), „დემოკრატია, ტექნიკა, კაპიტალიზმი“ (2009), „შეცდომის ძალა. დასავლეთის ისტორიის შესახებ“ (1013), „პოლიტიკური დაისი“ (2017) და სხვა მრავალი.

... ეკლესიამ ჩემდამი იგივე პროცედურა გამოიყენა, რაც გალილეოს მიმართ 1633 წელს. რამდენადაც ვიცი, ამ წესისათვის ეკლესიას ჩემამდე დიდი ხნის განმავლობაში არ მიუმართავს და არც ჩემ შემდეგ უცდია მისი გამოყენება. ცნობისწადილს მიღვივებდა და რაღაცნაირად მნუსხავდა ის ამბავი, რომ ერთ სივრცეში აღმოვჩნდი იმ უდიდეს კაცთან, რომელსაც ჩემზე ბევრად მეტი რამ გადახდა თავს. ჭეშმარიტების ხვედრი და რწმენა უფრო რადიკალურად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ვიდრე კოპერნიკის სისტემა (უფრო სწორად, თანამედროვე მეცნიერება) და რელიგია

ემანუელე სევერინო, „მარადიულთა გახსენება“ (2013).


წყარო

რა სწამს ურწმუნოს?

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები