ემპათია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ემპათია – სხვა ადამიანის ქცევის, ემოციური მდგომარეობის და განწყობილების შთაწვდომა, თანაგანცდა. ტერმინი ფსიქოლოგიაში შემოიტანა ე. ტიტჩენერმა. განასხვავებენ ემპათიას:
- ემოციურს – დაფუძნებულს სხვათა რეაქციების აფექტურ (გაუცნობიერებელ) მიმბაძველობასა და პროექციის (საკუთარი თავის გაიგივება) მექანიზმებზე;
- კოგნატურს (მონათესავე) – ბაზირებულს ინტელექტუალურ პროცესებზე (შედარება, ანალოგია და ა.შ.).
- პრედიკატულს (შემეცნებითი) – სხვათა რეაქციის აზრობრივი განჭვრეტა.
სიმბოლოთა ინტერაქციონისტები (სიმბოლოების საშუალებით უშუალო პიროვნებათშორისი კომუნიკაცია) ჯ. მიდის მეთაურობით, ემპათიას განიხილავენ როგორც სხვათა „როლის“ საკუთარ თავზე მორგების პროცესს.