ენისეი
ენისეი – (მის ნაპირზე მცხოვრები ევენკების ენაზე – „დიდი წყალი“), ციმბირის ყველაზე წყალუხვი მდინარეა –(საშუალო წლიური ხარჯი, I9800მ3/წმ, წლიური ჩამონადენი 600კმ3 ). მდინარის სიგრძე - 3490კმ; სელენგის სათავიდან (მონღოლეთის ტერიტორია) - 5940კმ; აუზის ფართობით – (2580000კმ2). მისი სათავეები (დიდი და პატარა ენისეი) გამოედინებიან საიანის მთებიდან, უერთდება ენისეის უბეს. მისი ხეობა დასავლეთ ციმბირის დაბლობის და შუა ციმბირის ზეგნის საზღვარს ქმნის.
ენისეის სისტემა მკვეთრად ასიმეტრიულია, ყველა მნიშენელოვანი შენაკადი (ანგარა, ანუ ზემო ტუნგუსკა, პოდკამენნაია, ანუ შუა ტუნგუსკა, ქვემო ტუნგუსკა და სხვა) მას მარჯენიდან ერთვის. მკვეთრად ასიმეტრიულია მისი აუზის რელიეფიც: მარცსენა აუზი ბრტყელ დაბლობს უკავია, მარჯვენა აუზი – მთებსა და ზეგნებს. ენისეის ჩამონადენს მნიშვნელოვნად არეგულირებს ბაიკალის ტბა, რის გამოც იგი (ჩამონადენი) სეზონურად, საკმაოდ თანაბრად (თბილი პერიოდი – 57%, ცივი პერიოლი – 43%) არის განაწილებული და ამით მკვეთრად განსხვავდება ციმბირის სხვა მღინარეებისაგან. იგი გამოირჩევა აგრეთვე მძლავრი ენერგეტიკული რესურსებით. ქ. მინუსისკიდან შესართავამდე გამოიყენება სანაოსნოდ, ჩრდილოეთის საზღვაო გზას აერთებს დიდი ციმბირის რკინიგზასთან.