ეპიგრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეპიგრამა – (ბერძ. epigramma - წარწერა), გამკილავი, სატირული ხასიათის მოკლე ლირიკული ლექსი, რომელშიც მოცემულია მკაცრი დაცინვა რომელიმე პიროვნებისა.
ძველ საბერძნეთში ეპიგრამა თავდაპირველად ნიშნავდა შექებითი ხასიათის წარწერას საფლავის ქვაზე, საოჯახო ნივთზე, შენობის კედელზე. რომში კი ეპიგრამას უწოდებდნენ მცირე მოცულობის დამცინავ ლექსს.
ცნობილია ა. პუშკინის, ილიასა და აკაკის ეპიგრამები.