ეპიგრაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიგრაფი – (ბერძ. ἐπιγρᾰφή, epigraphē — წარწერა), ასე უწოდებდნენ ძველი ბერძნები ძეგლებზე წანაწერს. შემდეგ ამ ცნებამ სხვა შინაარსი მიიღო: ეპიგრაფი ეწოდა სხვა ავტორის ნაწარმოებიდან აღებულ სტრიქონებს რომელსაც მწერალი წინ წარუმძღვარებს თავის ნაწარმოებს, ან მის ცალკეულ თავებს. ეპიგრაფის მიზანს შეადგენს მთელი ნაწარმოების ან მისი ნაწილის მთავარ აზრზე მოკლედ, ლაკონიურად მითითება. ეპიგრაფებს ხშირად იყენებდა ი. ჭავჭავაძე. მაგ. ცნობილია „კაცია–ადამიანის?!“ ეპიგრაფი: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანო“. მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელის“ ყველა თავს ეპიგრაფი აქვს წამძღვარებული.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები