ეპიდემიური სურდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ეპიდემიური რინიტი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიდემიური, მწვავე სურდო — ეს პათოლოგია ყველასთვის კარგად ცნობილი სეზონური, ეპიდემიური რინიტია. მრავალ ინფექციურ დაავადებას თან ახლავს სურდო, მაგალითად, გრიპს. თუმცა, არსებობს ცალკე აღებული ეპიდემიური რინიტიც, რომლის დროსაც სხვა კლინიკური გამოვლინება არ აღინიშნება.

სოციალური ცხოვრების მოშლაში ამ დაავადებას დიდი ადგილი უჭირავს.

ამ დაავადების გამომწვევია არა მარტო რინოვირუსები, არამედ ადენო და მიქსო ვირუსებიც.

ამ ვირუსების შეტევის გამო, ცხვირის ლორწოვანის ფლორა ვირულენტური ხდება. დაავადების დროს, კონტაგიოზური (გადამდებია) არა მარტო ვირუსული, არამედ ბაქტერიული ორგანიზმებიც.

გავრცელება ცემინებით და გამოყენებული ცხვირსახოცით ხდება. ანუ, ჰაერ-წვეთოვანი გზით.

სარჩევი

კლინიკა

კლინიკურად, ეპიდემიური სურდო ყველასათვის ცნობილი ნიშნებით გამოირჩევა: ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ცემინება, თავის ტკივილი და სიმძიმე. ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად კარგია, სიცხე არ აღინიშნება.

2-3 დღეში ცხვირიდან გამონადენი უფრო სქელი და შეფერილი ხდება.

4-5 დღეში გამონადენი მცირდება, შეფერილობა ქრება.

მე-7 დღისთვის ცხვირის გაჭედვა გადის.

ზოგადად, სურდო შესაძლოა 2-3 დღეში გაქრეს ან, თუ ინფიცირება წავიდა, 1-2 კვირას გაგრძელდეს.

გართულებები

ბაქტერიული ინფიცირებით გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს:

მწვავე ოტიტი;
— სინუსიტი;
— ლარინგო-ტრაქეალური პრობლემა;
— პროცესის ქრონიკულში გადასვლა. ეს გართულება, ძირითადად, უკვე რაიმე პათოლოგიით (ალერგიული ან ვაზომოტორული რინიტი) შეპყრობილ პაციენტებს ემართებათ;

ეპიდემიური სურდოს ბრონქიტში და ტრაქეიტში გადასვლა არც თუ ისე იშვიათია. ამ შემთხვევაში, გამომდინარე მისი ინფექციური ეტიოლოგიიდან, აუცილებელია ანტიბიოტიკების ჩართვა (ძირითადად, მაკროლიდების და ცეფალოსპორინების (Suprax) ჯგუფს ვგულისხმობთ).

მკურნალობა

გამომდინარე ვირუსების მრავალსახეობიდან, ვაქცინაცია არ არის საკმარისად ეფექტური.

მკურნალობა სიმპტომურია და გულისხმობს ადგილობრივი ვაზოკონსტრიქტორების გამოყენებას. ასევე, ანტიჰისტამინური პრეპარატების და ცხვირის ლორწოვანის ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნას.

ესაა: წვეთები – Xylometasoline-ი, Nisita,Polydexa (ინფიცირების დროს), აბები – Cinnabsin.

როდესაც პაციენტს ანამნეზში აღენიშნება რინიტის ხშირი ინფექციური გართულება, მიზანშეწონილია ადრეულ პერიოდში ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებაც.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები