ეპიზოდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეპიზოდი – (ბერძ epeisodion – ჩანართი), მეტნაკლებად დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ცალკე შემთხვევა, ამბავი, რომელიც უპირატესად სიუჟეტის ორგანულ ნაწილს, კონფლიქტისა და სიტუაციების განვითარების გარკვეულ საფეხურს შეადგენს, რის გამო მისი ნაწარმოებიდან ამოღება შეუძლებელია. ამავე დროს, არსებობს ისეთი ეპიზოდიც, რომელიც ნაწარმოებში უკვე წარმოსახულის განვრცობისათვის არის ჩართული და ამდენად სიუჟეტური ქარგის ორგანული ნაწილი არაა, მოქმედების შემდგომ განვითარებას არ იწვევს; ამიტომ მისი ამოღება არ არღვევს მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ-კომპოზიციურ მთლიანობასა და თანმიმდევრობას.