ეპითალამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეპითალამა − (ბერძ. epithalamios – საქორწინო), ასე ეწოდებოდა ძველ საბერძნეთსა და რომში საგანგებო სიმღერას ან ლექსს, მიძღვნილს ახლად დაქორწინებულებისადმი. ასეთი ლექსები ცნობილია ძველი ბერძენი პოეტების ანაკრეონტისა და საფოსი. ეპითალამას ნიმუშები მრავლადაა ცნობილი რუსულ და ქართულ პოეზიაშიც. ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გვაქვს მთელი ციკლი საქორწილო ლექსებისა, აგრეთვე მაყრულისა. ამ ხასიათის ლექსები დაწერილი აქეთ კ. გამსახურდიას („ქორწილი"), ი. გრიშაშვილს („ქორწილი ჩემ უბანში“), პაოლო იაშვილს („ქორწილი“) და სხვ.