ეპიტალამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეპიტალამა (ბერძნ. epithalamios – საქორწილო) ქორწილისადმი მიძღვნილი ლექსი ან სიმღერა. აღმოცენდა საწესჩვეულებო რიტუალიდან. ლიტერატურულად ჩამოყალიბდა ანტიკურ პოეზიაში. შემდგომში გამოყენებულ იქნა თეატრალურ წარმოდგენებშიც.